საადვოკატო ბიურო „OK & CG“ – ის ადვოკატები 200 000 ლარით დააზღვიეს

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატების პასუხისმგებლობა 200 000 ლარითაა დაზღვეული. სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, როგორც ადვოკატები, ისე მათი კლიენტები – იურიდიული თუ ფიზიკური პირები, სამართლებრივი რისკებისგან დაზღვეულნი არიან.
„OK & CG“-ის დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭიშვილი მომხმარებლის ინტერესების დაცვის დროს მთავარ პრინციპებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩვენი იურიდიული კომპანია მუდამ ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას მომხმარებლების ინტერესები, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა დაგვეზღვია, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავია, როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ასობით ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის.ზოგადად, ძალიან ცოტაა ქართულ ბაზარზე ისეთი საადვოკატო ბიურო,რომელთა ადვოკატების პასუხისმგებლობა დაზღვეულია, თუმცა მსოფლიოში აღნიშნული სერვისით თითქმის ყველა იურიდიული კომპანია სარგებლობს. გვიხარია, რომ ამ კუთხით, მოწინავე კომპანია ვართ“, -განაცხადა „OK & CG“-ის დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები