„რუსთავი 2“-ს უნდა შექმნას სურათი, თითქოს ოპოზიციაზე ვინმე ახდენს ზეწოლას, თუმცა მისივე ეთერით ჩანს, რომ ეს ასე არ არის“

„რუსთავი ორს“ შესაძლოა, უნდა შექმნას სურათი, თითქოს ოპოზიციაზე ვინმე ახდენს ზეწოლას, თუმცა მისივე ეთერით ყოველდღიურად ჩანს, რომ ეს ასე არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე „ რუსთავი 2“ – ის ეთერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თაობაზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
„ერთ-ერთი თანამშრომლის პირადი მელოდრამის დაკავშირება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან ძალიან არასერიოზული ვერსიაა. „რუსთავი 2“-ს შესაძლოა, უნდა შექმნას სურათი, თითქოს ოპოზიციაზე ვინმე ახდენს ზეწოლას, თუმცა მისივე ეთერით ყოველდღიურად ჩანს, რომ ეს ასე არ არის. რაც შეეხება ვახტანგ გომელაურს, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ის სახელმწიფოს საქმეებს ნათესავის თანაკლასელს არ ჩააბარებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები