ფოთის მერი: საბანკო სექტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მოხდეს დაზარალებულების მდგომარეობის გათვალისწინება

ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, საბანკო სექტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მოხდეს დაზარალებულების მდგომარეობის გათვალისწინება და თითოეული მათგანისთვის საბანკო შეღავათების დაწესება.
„კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს სიძნელეები და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი მოცემულ პირობებში”, -აღნიშნა კაკულიამ.
ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა.
ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები