მარიამ ჯაში უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა

ქალაქ ვენაში უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ჰოფბურგის სასახლეში საზეიმო მიღება – ქართული საღამო გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ესწრებოდა.
ღონისძიებაზე, ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ანსამბლმა ქართული ცეკვები წარმოადგინა.
საღამოზე, მონაწილეებს საშუალება მიეცათ, დაემყარებინათ საჭირო კონტაქტები, მათ შორის, განეხილათ უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობები.
სტუმრებს, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ეხილათ საქართველოში სწავლისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები