შსს-ს საპატრულო პოლიციის საფეხბურთო გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის კორპორატიული თასის მფლობელი გახდა

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის საფეხბურთო გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების გათამაშების კორპორატიული თასის მფლობელი გახდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის და „ევროპაბეთის“ საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ.
უწყების ინფორმაციით, მატჩს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – ალექსანდრე ხვადაგიანი და დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ. თამაში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. შსს-ს სპორტსმენებმა ფინალურ შეხვედრაში „ევროპაბეთის“ გუნდი ანგარიშით 5:2 დაამარცხეს.
ოქროს ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა, შსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდმა გათამაშების კორპორატიული თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პოლიციის კაპიტანი – ირაკლი ქარჩავა დასახელდა. ნომინანტები და გამარჯვებული გუნდი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები