„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში იმყოფებიან

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატა ჩხეიძე მოსკოვში იმყოფებიან. დეპუტატები შეხვედრებს ხვალიდან იწყებენ, თუმცა ვისთან აქვთ დაგეგმილი პირველი მოლაპარაკება, ირმა ინაშვილი არ აკონკრეტებს.
„აუცილებელია, დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი. ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია საპარლამენტო ტრიბუნიდან, არასაპარლამენტო ტრიბუნებიდან, რომ ეს უნდა იყოს პირდაპირი დიალოგი პარლამენტის წევრებს შორის, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და რუსეთის დუმის წევრებს შორის. დიალოგი იმაზე, რა შეიძლება გამოდნეს ამ ურთიერთობებიდან, როგორ შეიძლება, გადატყდეს ეს, რაზე შეიძლება წამოვიდეს რუსული მხარე. არ არის საჭირო დაკომპლექსებული აზროვნება, რომ იქ არ უნდა ჩავიდეთ, არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ მერე გამოგვაცხადებენ აგენტებად. მაპატიეთ, მაგრამ აგენტი ის არის, ვინც ხელს უშლის ამ პოლიტიკურ დიალოგს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუსეთში საკუთარი ხარჯებით წავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები