ზურაბ აბაშიძე: ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე ფაქტო ხელისუფლებებთან დემარკაციაზე მოლაპარაკებებს

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ქართული მხარე იძულებული გახდეს, ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე დაიწყოს საუბარი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ქართული მხარე შეეცდება, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით, ეს პროცესი შეჩერდეს.
„ჩვენ ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე ფაქტო ხელისუფლებებთან ამაზე მოლაპარაკებებს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი მხრიდან, საერთაშორისო საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით, ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. ამას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალისხმევის 80 პროცენტი ყოველდღიურად ამ უმძიმესი პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული“,- განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები