დავით ნარმანია: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება ჩვენს ქალაქს

თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად, ქიზიყის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2,1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „Georgian Water & Power“-მა მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები დაასრულა, რის შემდეგაც მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ამჟამად იგება გზა და ეწყობა ტროტუარები ბაზალტის ახალი ბორდიურებით.
დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციით, თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება.
„ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი კეთდება, რომელიც წლების განმავლობაში, გაუვალი იყო. ამით სარგებლობენ, როგორც აქ მცხოვრებლები, ასევე ის კომპანიები, რომელთა ოფისები და საწყობებიც არის ამ ტერიტორიაზე განლაგებული, შესაბამისად, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა დროულად დავასრულოთ და აგვისტოს ბოლომდე გაიხსნას გზაზე მთლიანად მოძრაობა. ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება ჩვენს ქალაქს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გზები და კეთილმოწყობა“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები