ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე გირაოთი გაათავისუფლეს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამასთან, სირაძეს ჩამოერთვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბაჩო სირაძე პოლიციამ 21 მაისს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები