მამუკა კაციტაძე: თუ სამი საკითხიდან რომელიმეზე უარი თქვა ხელისუფლებამ, ჩვენ აღარ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას

“არსებობს კონსტიტუცია, როგორც ხელისუფლების ვარიანტი და არსებობს ამ ნაწილში სამპუნქტიანი წინადადება ოპოზიციის”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძე თვლის, რომ საჭიროა დაჯდომა და საუბარი გამოსავლის საძებნელად.
„საჭიროა დავჯდეთ და ვისაუბროთ, სად გადის წითელი ხაზი. თუ გვინდა, პოლიტიკური უხერხულობა მოვხსნათ, უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ გვაქვს სამპუნქტიანი პაკეტი, თუ ყველაფერზე უარი გვითხრა ხელისუფლებამ, რა აზრი აქვს საუბარს?  ჩვენ მზად ვართ გონივრული კომპრომისისთვის, ანალოგიურის ველოდებით ხელისუფლების მხრიდან „ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები