გია გვაზავა: არ შეიძლება, ოკუპანტს ელაპარაკო სულ სიყვარულის ენით

“თუნდაც ის, რომ საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს საკითხი მიჩუმათდა, არაა სასიამოვნო ფაქტი”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ განაცხადა.
გვაზავა თვლის, რომ რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რაშიც ქართული საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს.
„უკრაინის შემთხვევაში, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს პროტესტი რუსეთის მიმართ. არ შეიძლება, ოკუპანტს ელაპარაკო სულ სიყვარულის ენით. საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურად ხდება უკრაინის თემის განხილვა, სამწუხაროდ, საქართველოს საკითხი მიჩუმათებულია. დიპლომატიურ პროტესტში უნდა ჩაერთოს საზოგადოებაც, ჩვენ უნდა ვუთხრათ რუს ხალხს სიმართლე, ომი არავის არ უნდა, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსი პოლიტიკოსების რეიტინგი იმაზეა აგებული, რომ თურმე, ტერიტორიებს იბრუნებენ“, – განაცხადა გია გვაზავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები