”ევროპული საქართველოს” ქალთა ორგანიზაციას ხათუნა გოგორიშვილი უხელმძღვანელებს

“ევროპულმა საქართველომ” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. თავმჯდომარედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს. ორგანიზაციის მიზანია ქართულ პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება.
“სწორედ ქალები, ჩვენი სიმტკიცით და პრინციპულობით, მოვიტანთ ამ ქვეყანაში საჭირო ცვლილებებს. ქვეყანაში ქალები ვართ ძალიან ბევრი, დღეს ჩვენი ხმა საკმარისად არ ისმის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ავიღოთ ინიციატივა და უპერსპექტივობა ვაქციოთ პერსპექტივად, უიმედობა – იმედად. ჩვენ ქვეყანას არ ჰქონია შანსი, რომ მაღალ არჩევით თანამდებობაზე აგვერჩია ქალი. ჩემი მერობა უნდა იყოს მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ, არ არსებობს სირთულე, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, არ არსებობს საქმე, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით, არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ჩვენ ვერ დავიპყრობთ, რომელსაც ქალები ვერ გადავლახავთ”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები