საქართველოსა და ესტონეთის შს მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი (ვიდეო)

ტალინში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ანდრეს ანველტს შეხვდა.
შს სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე იმსჯელეს და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა ანდრეს ანველტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთის შს მინისტრებმა ხელი მოაწერეს ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას. დოკუმენტი მიზნად ისახავს: შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას; ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, შინაგან საქმეთა და საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას; ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციისა და ექსპერტების გაცვლას; შეხვედრების, ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ესტონეთის შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები