გამყოფ ზოლთან ორდღიანი საპროტესტო აქცია გაიმართება

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან ორდღიანი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები გამყოფ ზოლთან ე.წ საზღვრის გადმოწევას აპროტესტებენ. აქცია მწვანე ბანერებთან  დაიგეგმა, სადაც რუსებმა 19 ივნისს ე.წ საზღვარი გააფართოეს. 50 კაციანი ჯგუფი, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგება, კარვების გაშლას იწყებს.
ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ანა ჯაფარიძე ამბობს, რომ აქცია არაპოლიტიკურია და ამ ფორმით რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები