საპატრიარქო: ჩანაწერი, რომელიც ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას დაიბლოკა

აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა. – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ისინი აღნიშნულის მიზეზებს არკვევენ. „ჩვენს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა და უკვე დილიდან იგი საიტზე აღარ არის. ვარკვევთ ამის მიზეზებს, მანამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იგივე ჩანაწერი იხილონ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გვერდზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერი 23 ივნისს გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები