გიორგი კვირიკაშვილი: სადაც კახა კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც

 აჭარაში, ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის – შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სადაც კახა კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც.
„მინდა სიტყვა გადავცე ენერგეტიკის მინისტრს, ადამიანს, რომელმაც არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა თავისი მინისტრად საქმიანობის პერიოდში, მინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და დარწმუნებული ვარ, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც.
მინდა კიდევ ერთხელ თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო მას ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში და ვუსურვო წარმატებები, რომელშიც მე პირადად და ჩვენი გუნდი დარწმუნებულია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.
შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები