ლევან მურუსიძის შემცვლელად რევაზ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე დასახელდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის შემცვლელად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები – რევაზ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე დასახელდნენ.
რევაზ ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობს, ხოლო გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა.
მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენციაზე აღნიშნულ კანდიდატებს კენჭს უყრიან და ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთს აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები