მიხეილ ჩინჩალაძე: ბრალდებას, რასაც მიყენებენ, თითიდან გამოწოვილია, კლანური მმართველობა არ არსებობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, სურს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყოს ახალი თაობის მოსამართლე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და უპასუხებს საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.
თავმჯდომარემ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ეს უსაფუძვლო კრიტიკაა.
“ჩემს მიმართ არის აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა, მე ყველა კითხვას გავეცი პასუხი და განვაცხადე, რომ სკამს არ გამოვეკიდები, უბრალოდ, ასეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და აბსურდის თეატრში მე მონაწილეობას არ მივიღებ. ბრალდებას, რასაც მიყენებენ, არის თითიდან გამოწოვილი. კლანური მმართველობა არ არსებობს. ყველა უწყებაში შეიძლება იყოს თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც მოდიან წლების განმავლობაში და ეს არის კორპორაციული ერთობა, რომელიც რაღაც საკითხებში შეიძლება არ იყოს ერთიანი, რაღაც საკითხებში კი, დაემთხვეს მათი აზრი, მაგრამ ამას რომ კლანი დაარქვათ ყოვლად უსაფუძვლოა”, – განაცხადა მიხეილ ჩინჩალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და ოთხი ახალი მოსამართლე წევრის ვინაობა გაირკვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები