საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია „სერბეთის სასახლეში” გაიმართა. ღონისძიებას 5000-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
ალექსანდარ ვუჩიჩი 2012-2013 წლებში სერბეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ხოლო 2014-2017 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, ის სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ოფიციალურად 2017 წლის 31 მაისს გახდა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები