რუსთაველის გამზირზე ავტომანქანა ამობრუნდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა. “კვირას” ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი “ტოიოტას” მარკის ავტომანქანა ამობრუნდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანები და საპატრულო პოლიცია.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე სსკ-ის 176 -ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები