“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს.

სამუშაოები, მსოფლიოს  წამყვანი, გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად ხორციელდება. კომპანია სრულად შეცვლის  წყალსადენის 3 კმ სიგრძის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი გამანაწილებელ ქსელს. ასევე, წყალსადენის 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და  რეაბილიტაცია ჩატარდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, სრულად განახლდება და მოეწყობა ევრო სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგების და წყალარინების  ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.
ამჟამად, კომპანიის სამშენებლო ბრიგადები ერთდროულად, პეკინის გამზირზე, ხუთ მონაკვეთზე მუშაობენ.

კომპანიის მენეჯმენტი, პეკინის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების  24 საათიან ვიდეომონიტორინგს ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.
დღეს, 23 ივნისს, კომპანიამ რიგით მეორე, ტექნიკური ტიპის კრეათონი დაიწყო.  მსგავსი ტექნიკური შინაარსის ღონისძიება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გასულ წელსაც გამართა.

კრეათონი სამშენებლო, საინჟინრო, ენერგეტიკის და საბუნებისმეტყველო (ფიზიკა) მიმართულებებით იმართება. მონაწილე სტუდენტებს ინოვაციური პროექტების შექმნის პროცესში, კონსულტაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  დარგის სპეციალისტები გაუწევენ.

პროექტის მიზანი, ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებული ტალანტების და ინოვაციური იდეების მქონე, სტუდენტების და  კურსდამთავრებულების მოზიდვაა.

კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“  სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.  კრეათონში გამარჯვებული პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები  ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ყველა სხვა მონაწილეს კი დიპლომი გადაეცემა.

მიმდინარე კვირაში, დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  ორი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა.

 ნაძალადევის რაიონში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, სადაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა უსისტემოდ და თვითნებურად იყო გაყვანილი, წყალმომარაგების 5.5 კმ სიგრძის წყალსადენის ახალი ქსელი მოეწყო და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.
კომპანიამ სარეაბილიტაციო პროექტში 600 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, სადაც აქამდე წყალარინების სისტემა არ არსებობდა, კომპანიამ 3 კმ-მდე წყალარინების ახალი ქსელი მოაწყო, რაშიც 2 მლნ ლარი დახარჯა.

 მსგავსი პროექტები სამგორის რაიონის სხვა დასახლებებშიც განხორციელდება.

 რაც შეეხება gwp-ის სხვა სამუშაოებს:

სამგორის რაიონში: ვარკეთილის მესამე მასივის, 1 კვარტალში, მე-5 კორპუსის მიდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – 110-მმ-იანი წყალსადენის ქსელის 120 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ვარკეთილი 3-ის, 1 მრ-ს მე-6 კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის 110-მმ-იანი ქსელის 120 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ვარკეთილი 3-ის, 1 მრ/ მე-14 კორპუსის მიმდებარედ, წყალსადენის 110-160-მმ-იანი ქსელის 190 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

მთაწმინდის რაიონში, მთაწმინდის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება – წყალსადენის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 ისნის რაიონში, მამკოდის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ბოლო ეტაპზეა, დამატებით შეიცვალა წყალსადენის ქსელის 80 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. საერთო ჯამში აღნიშნულ ქუჩაზე 370 მეტრი სიგრძის მონაკვეთი განახლდა.

ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალარინების ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ვაკის რაიონში, წყნეთში, ჩოლოყაშვილის მეოთხე ჩიხში  სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა,  წყალსადენის ქსელის 290 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები