საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის თანამშრომლების საპასუხისმგებლო მისიის შესრულება, პროფესიონალიზმთან ერთად, თავდადებას მოითხოვს.
„დღეს სახელმწიფო დაცვის სამსახურის შექმნიდან 23 წელი შესრულდა. მთელ პირად შემადგენლობას, თითოეულ თანამშრომელს გულითადად გილოცავთ ამ დღეს.
თქვენი უაღრესად საპასუხისმგებლო მისიის შესრულება პროფესიონალიზმთან ერთად, თავდადებას მოითხოვს. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს მსახურებისთვის.
მომავალ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები