,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის კრეათონი დაიწყო

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნოპარკში წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, კრეათონს მართავს.
კრეათონი დილით, 10:00 საათზე gwp-ის მენეჯმენტმა გახსნა. gwp კრეათონმა, უკვე მეორედ, სტუდენტებში და კურსდამთავრებულებში დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტში მონაწილეობას იღებენ თბილისის სახელმწიფო, სან დიეგოს, ტექნიკური, ქუთაისის სახელმწიფო და აგრარული უნივერსიტეტების, ასევე, კოლეჯ „სპექტრის’ სტუდენტები.
პრეზენტაციების შემდეგ, პროექტში მონაწილე 100 სტუდენტი 14 ჯგუფად ჩამოყალიბდა. მონაწილეები 6 სხვადასხვა ტექნიკურ თემაზე იმუშავებენ, როგორც წყალმომარაგების, ისე ენერგეტიკის მიმართულებით და საუკეთესო ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებას შეეცდებიან. სტუდენტებს ინოვაციური პროექტების შექმნაში გამოცდილი მენტორები დაეხმარებიან, კონსულტაციას კი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დარგის სპეციალისტები გაუწევენ.
ჟიური საუკეთესო პროექტის ავტორებს ორშაბათს, 26 ივნისს გამოავლენს. გამარჯვებულები ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
ასევე, კრეათონში გამარჯვებული, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა სხვა მონაწილეს კი დიპლომი გადაეცემა.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები