მცხეთის სასაფლაოზე აბესალომ ალექსიძის ნეშტს დაკრძალავენ

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომში, უკრაინაში დაღუპული აბესალომ ალექსიძის ნეშტს დაკრძალავენ.
ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და უწყების თანამშრომლები, მცხეთის რაიონის ვეტერანები, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა სასულიერო და ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ქართველი მეომრის ნეშტი, სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად, უკრაინაში გათხრებისას აღმოაჩინეს. 21 ივნისს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას აბესალომ ალექსიძის ნეშტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „закончим войну“-ს წარმომადგენლებმა გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები