პრემიერი სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნისთვის საამაყოა, რომ გვყავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის სპეციალური სამსახური.
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 23 წელი შესრულდა. ვულოცავ პროფესიულ დღეს მთელ პირად შემადგენლობას, ყველა თანამშრომელს.
საამაყოა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის სპეციალური სამსახური, რომლის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად მუშაობს ქართული სახელმწიფოსთვის.
მადლობას ვუხდი მათ ქვეყნის ერთგულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და ვუსურვებ წარმატებებს“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები