პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პოლიციელის მხრიდან შოთა პაკელიანის მიმართ განხორციელეულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საგამოძიებო უწყება განცხადებას ავრცელებს:
“შოთა პაკელიანის მიერ სასამართლოში გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს, ქ. თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცლებეული ვიდეოჩანაწერი.
ასევე, შოთა პაკელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სასამართლოშ იხილება დაცვის მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად დართული ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და შესაბამისად, დაცვის მხარეს გადაეცა ხსენებული ჩანაწერები. მოცემული ეტაპისათვის, საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩანაწერების ავთენტურობისა და მათზე ასახული პირების იდენტიფიცირების მიზნით”, – აღნშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები