„შს მინისტრმა ბრძანა, რომ შსს-ს არც ერთი ქვედანაყოფი აფგან მუხთარლის საქმესთან კავშირში არ არის“

“შს მინისტრმა ბრძანა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი ქვედანაყოფი აფგან მუხთარლის საქმესთან კავშირში არ არის”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გიორგი მღებრიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება საპარლამენტო კომისიის შექმნას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი მაშინ უნდა დადგეს, თუ სასამართლოს ჩატარების შემდეგ, რაიმე კითხვის ნიშანი დარჩება.
“ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის წევრები შს მინისტრს შეხვდნენ. ქუცნაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებმა ყველა ის შეკითხვა დასვეს, რომელიც დღეს აქტუალურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები