საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ყოფილი კანცლერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

​საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის, ბატონი ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლის გარდაცვალების გამო. გიორგი მარგველაშვილი გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს თანაგრძნობას უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის, ბატონი ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლის გარდაცვალების გამო. ჰელმუტ კოლი იყო ეპოქალური მნიშვნელობის ლიდერი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებასა და ევროპის გაერთიანებაში. განუზომელია მისი ღვაწლი საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში. მისი სახით, ქართველმა ხალმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელის თანადგომაც არაერთხელ გვიგრძნია ჩვენთვის მნიშვნელოვან წუთებში. ვუსამძიმრებ ბატონი კოლის ოჯახს, გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ ჰელმუტ კოლის ღვაწლი არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მისი სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს გერმანელი ხალხისა და კაცობრიობის ისტორიაში”,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
გერმანიის ექსკანცლერი ჰელმუტ კოლი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები