აფეთქება თურქეთში – დაშავებულია ჟანდარმერიის სამი თანამშრომელი

თურქეთში, ბატმანის პროვინციაში ჟანდარმერიის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაიჭრა ჟანდარმერიის სამი თანამშრომელი. ამის შესახებ გამოცემა Hürriyet-ი იუწყება.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარი ტერორისტული აქტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები