მეუფე იაკობი ჟურნალისტებს – რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით, ნუ ჩაერევით

„რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით, ნუ ჩაერევით, ჩვენს შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვეტთ“, – ამ სიტყვებით მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბეში, ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას, ჟურნალისტებს.
როგორც მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა, მას სიამოვნებს, რომ მედია ასე განვითარებულია, მაგრამ ხალხს უნდა უყვარდეს ეს არხები.
”ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ვინც ხართ, ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას. რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით, ნუ ჩაერევით, თორემ იცით, სინამდვილეში რა ხდება. ეკლესიას მაინც ვერავინ დაამარცხებს, რაც არ უნდა ტელევიზიებით გამოვიდეთ. ჩვენს შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვეტთ, ჭორიკნები არ ვართ, გარეთ გამოვიდეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ. ნუ ჩაერევით, იმიტომ, რომ თქვენც კარგად იცით, სინამდვილეში რა ხდება, ისევე, როგორც ჩვენ. ყველა არხს გიყურებთ, ჩვენები ხართ, ქართველები ხართ და ის განწყობა არ მაქვს, რომელიმე ამისია, რომელიმე იმისი”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები