რუსეთის იერიშის შედეგად, კიევში დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

უკრაინული მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი. სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე კვლავ გრძელდება.

თავდასხმის დროს რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით დრონები და სხვადასხვა ტიპის რაკეტები გამოიყენეს. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაღუპული ბავშვი უკრაინელი ჯარისკაცის შვილი იყო, თუმცა ეს დეტალი ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

დღეს კიევში გლოვის დღეა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები