მახაშვილი – ოპოზიციაზე: შიგნით როგორ დალაგდებიან, შეერთდებიან თუ მარტივ მამრავლებად დაიშლებიან, ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

„შიგნით რისთვის და როგორ იბრძვიან, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები ერთ თამაშს თამაშობენ და ეს საზოგადოებამ არაერთხელ იხილა. არჩევნების შემდეგ მცდელობა იყო, რომ ერთი ფლანგი ზედმეტად ხისტი ყოფილიყო, მეორე ფლანგი კი – შედარებით ლიბერალური და ამით საზოგადოებისთვის ნაცარი შეეყარათ თვალში, მაგრამ ვხედავთ, გახარიას გუნდს პარლამენტში რა წარმოდგენებს დგამს. ეს ხალხი ერთი აზრისა და იდეოლოგიის გამტარებელია. შიგნით როგორ დალაგდებიან, შეერთდებიან თუ მარტივ მამრავლებად დაიშლებიან, ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა. ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ შეიძლება საინტერესო იყოს, თუ ამას კონკრეტული გამოძახილი აქვს საზოგადოების კეთილდღეობაზე, თუმცა რასაც ვხედავთ, რადიკალურ ოპოზიციაში ძალაუფლების მოპოვებისთვის შიდა პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ალიანსში უნდა მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები