ირაკლი ზარქუა: “ლელო“, “გახარიები”, “გვარამიები”, სააკაშვილები და თენგოც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არიან, მათი პატრონი და დამფინანსებელიც ერთია და რა გაერთიანებაზე საუბრობენ
“ლელო“, გახარიები, გვარამიები, სააკაშვილები და თენგოც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არიან, მათი პატრონი და დამფინანსებელიც ერთია და რა გაერთიანებაზე საუბრობენ?” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ჩვენ გახარია რატომ განგვიდგა? პრემიერ-მინისტრი იყო და კრიტიკულ მომენტში გადახტა, მელიას ვერ დავიჭერო. მელია ვინაა? „ნაცია“. ეს ავიწყდებათ? ახლა ერთმანეთზე ეჭვიანობენ. მათ ერთი პატრონი, ერთი დამფინანსებელი ჰყავთ. მათი ამოცანაა, როგორმე საქართველოში პროვოკაცია იყოს და მერვე ტალღაზე რევოლუცია განახორციელონ. გახარია მათი არაა? წინასაარჩევნოდ ერთად არ დარბოდნენ? ახლა არიან ცალ-ცალკე? ახლა „გახარიები“ დაწინაურდნენ, გონს მოეგნენ და მიხვდნენ, რომ პარლამენტში სხედან. ჩვენ რომ მუშაობას ვასრულებთ, „გახარიები“ პარლამენტში მერეც რჩებიან, ისე მოეწონათ, შენობიდან ბოლოს გადიან. ახლა მათზე დანარჩენები ეჭვიანობენ, ჩვენც უნდა შვსულიყავითო“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ალიანსში უნდა მიიღონ.