ზვიად თოიძე – სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე: სექტორს სჭირდებოდა რეფორმა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა

“ჩვენ ვიძახით, რომ სექტორს სჭირდებოდა რეფორმა და ფაქტობრივად მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა”,- ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ინსის“ მმართველმა დირექტორმა ზვიად თოიძემ სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები სექტორს გააჯანსაღებს.

„ეს არის ინდექსაცია, რომელიც სავალდებულო ხდება ახალ ტენდერებში, რაც აუცილებლად გააჯანსაღებს სექტორს. ასევე, ფასების გადახედვა მოხდა, რომელიც მუდმივი იქნება და რეგულარულად მოხდება ფასების გადახედვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რეალურად დაუახლოვდეს საბაზრო ფასებს. ძალიან დიდი სხვაობები იყო ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ასევე, პირდაპირი ხარჯების გადახედვა მოხდა. ასევე, ისაუბრეს ანტიდემპინგურ სხვადასხვა ღონისძიებებზე“, – განაცხადა ზვიად თოიძემ.

ცნობისთვის, მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები