ლევან მახაშვილი – მოლოდინია, რომ ოპოზიცია 26 მაისს დაპირისპირების ახალი კერების შემოტანას შეეცდება
“მოლოდინია, რომ ოპოზიცია 26 მაისს დაპირისპირების ახალი კერების შემოტანას შეეცდება,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„რატომღაც საკუთარი აქცია 26 მაისს დაამთხვიეს, როცა ადამიანები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, ადამიანები ქუჩაში არიან და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეს ზეიმობენ. როგორც ხდება ხოლმე, გაყალბებით და ფოტოშოპებით შეეცდებიან, რომ მათი გადმოსახედიდან კარგი სურათები დადგან. წინა შემთხვევებისას, ყველა ასეთ თარიღზე დაძაბულობის შემოტანა ხდებოდა. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ამჯერადაც შფოთვის და დაპირისპირების ახალი კერების შემოტანას შეეცდებიან, რომ იქნებ სახელმწიფომ სადმე რაიმე შეცდომა დაუშვას, რაზეც ახალ კამპანიას ააგებენ. ბევრი ასეთი გადაგვივლია, სახელმწიფო გაიზარდა და მსგავსი პროცესების მართვაც ისწავლა. იმედია, ეს ადამიანები კანონის ჩარჩოებში დარჩებიან“, – განაცხადა მახაშვილმა.