ნათია ხვედელიძე: ინდექსაციის მიღება კომპანიებს მოგვცემს სტაბილურად საქმის კეთების საშუალებას

“ინდექსაციის მიღება კომპანიებს მოგვცემს სტაბილურად საქმის კეთების საშუალებას და სიმშვიდის შეგრძნებას. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით მშენებელთა ასოციაცია 5-6 წელია რაც იბრძვის”,- ამის შესახებ დიკა 2010-ის მმართველმა პარტნიორმა ნათია ხვედელიძემ განაცხადა.

„სექტორი უკრაინის ომმა ძალიან დააზიანა, მანამდე კი კოვიდმა, შესაბამისად, მაშინ რომ ინდექსაცია ყოფილიყო, დღეს უფრო ძლიერი კომპანიები ეყოლებოდა სახელმწიფოს. ამიტომ, არ შეიძლება არ იყოს დანახული ის ხედვები და მზაობა, რომელიც სახელმწიფომ სექტორის მიმართ გამოხატა“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები