სპექტაკლ ,,წასულის” პრემიერა გაიმართება

18,19,20 მაისს,  20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში პრემიერაა – წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ,,წასული”.

თუმანიშვილის თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლი არის თუმანიშვილის თეატრისა და ემილია რომანიას ეროვნული თეატრის წარმოდგენა: ფესტივალ “საჩუქრის” და კულტურის ფონდ „ATER“-ის მხარდაჭერით დადგმული თეატრალური კომპანია Kepler452-ის ორიგინალური ნამუშევარი.

იდეა და ტექსტი ეკუთვნის: ენრიკო ბარალდის, ნიკოლა ბორგეზის, რიკარდო ტაბილიოს:

რეჟისორები: ენრიკო ბარალდი, ნიკოლა ბორგეზი;

თარგმანი და ადაპტაცია: თათია მთვარელიძის;

სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი: სიმონ მაჩაბელი;

კომპოზიტორი: გოგი ძოძუაშვილი;

ტექნიკური რეჟისორი: ანუკი ხოშტარია;

სინქრონული თარგმანი: გვანცა ფიფიასი.

მონაწილეობენ:

ნინო ბურდული, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ლუკა ჩიბუხაია, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, ქეთა შათირიშვილი, ლიზა ნიკვაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე.

წარმოდგენა განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები