უკრაინამ რუსეთიდან სამხედრო ტყვეები დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ტყვეობიდან 205 უკრაინელი სამხედრო ტყვე სამშობლოში დაბრუნდა.

ზელენსკის თქმით, დაბრუნებული უკრაინელი ტყვეების უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, ისინი ამჟამად ბელარუსში არიან, სადაც ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას მიიღებენ.

“ვაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად, ვინც ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება” – დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.

ცნობისთვის, აღნიშნული გაცვლის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია პირველმა 8 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა. ტყვეების გაცვლა მხარეებს შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები