საქართველოს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (JICA) პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოკიოში შეხვედრა გამართა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის პრეზიდენტთან, შინიჩი კოტაოკასთან, რომელიც ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისში საზეიმოდ გაიხსნება JICA-ს რეგიონალური ოფისი.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს, კონკრეტულად კი JICA-ს, წარმატებული თანამშრომლობისა და იმ საქმიანობისთვის, რასაც ორგანიზაცია საქართველოში ეწევა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. JICA-ს პრეზიდენტის განცხადებით იაპონიისთვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს საქართველოს მისი აღმშენებლობის გზაზე. მან გამოხატა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში, მათ შორის, დასავლეთ-აღმოსავლეთ დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანი სიგნალია ის, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია რეგიონალურ ოფისს სწორედ საქართველოში ხსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები