გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

ბრატისლავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორისაც სლოვაკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს და სლოვაკეთის რესპუბლიკასა და ავსტრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს ელჩმა, რევაზ გაჩეჩილაძემ.
პრემიერ მინისტრმა, გამოსვლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უდავოდ არის ევროპული ოჯახის წევრი, რის დასტურსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მინიჭება წარმოადგენს.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მთავრობას არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ,  ქართული მონასტრის ქვევრის ღვინისა და ქართული სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები