გიორგი კვირიკაშვილი: მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული საქმისთვის

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული საქმისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გაწეული სამსახური უდიდესი პასუხისმგებლობაა და რომ არა ისინი, გარკვეული შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
„მოგესალმებით ყველას, მივესალმები თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და გილოცავთ პროფესიულ დღეს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული საქმისთვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის. საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მაღალ პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული და ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გიწევთ მუშაობა. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს პოლიციელის პირადი თავგანწირვის. სამწუხაროდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ წვლილისათვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის კუთხით წვლილისთვის. რომ არა უსაფრთხოება ქვეყანაში და სამაგალითო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, შედეგი მიუღწეველი იქნებოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები