გივი მიქანაძე შუახევის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა შუახევის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სკოლის პედაგოგებთან და შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათთან განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდა მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგი თეიმურაზ დავითაძე.

პედაგოგებსა და მშობლებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისთვის კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

პედაგოგებთან შეხვედრაში აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი, პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები