შს მინისტრი: საქართველოს უსაფრთხოების სტანდარტები დღითიდღე უმჯობესდება

“საქართველოს უსაფრთხოების სტანდარტები დღითიდღე უმჯობესდება”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნული მიღწევების გამო, თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს უსაფრთხოების სტანდარტები დღითიდღე უმჯობესდება. ამას სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგიც ცხადყოფს. ეს მიღწევები თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის, ენთუზიაზმის და რწმენის შედეგია. რწმენის, როცა მიუხედავად არაერთი ყოველდღიური გამოწვევისა, გჯერათ, რომ ემსახურებით მართალ საქმეს და თქვენი წვლილი შეგაქვთ სამართლიანობისთვის ბრძოლაში.
ჩვენი ოჯახების, შვილების, ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის“,-მიმართა მინისტრმა პოლიციელებს.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, გიორგი მღებრიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები