„09“-ის დამფუძნებელი თემურ ალასანიას ვაჟს თაღლითობასა და კომპანიის გაკოტრებაში ადანაშაულებს

საინფორმაციო ცენტრ „09“-ის დამფუძნებელი ივიკო გოგიჩაიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილს, ნიკოლოზ ალასანიას კომპანიის გაკოტრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. როგორც „ექსკლუზივ ნიუსთან“ საუბრისას გოგიჩაიშვილი აცხადებს, ნიკოლოზ ალასანიამ „საქართველოს ბანკს“ იმაზე ბევრად მეტი გადაუხადა, ვიდრე მის კომპანიას რეალურად მართებდა. საუბარია 1.000.250 ათას დოლარზე.
„საქართველოს ბანკთან“ პრობლემის მოგვარებაში დახმარება სააკაშვილის ბიძას, ჩემი ბავშვობის მეგობარს, თემურ ალასანიას ვთხოვე. ვიცნობდი მიშასაც. მივედი თემურ ალასანიასთან და სწორედ მაშინ მივქარე. თემურ ალასანიას ბიჭი – ნიკუშა ალასანია წამოვიყვანე ჩემთან და საინფორმაციო ცენტრ „09“–ის წილში ჩავსვი. ვუთხარი, ვიომოთ „საქართველოს ბანკთან“, რადგან მე მართლა არავის ვალი არ მაქვს-მეთქი, დოკუმენტები ახლაც შენახული მაქვს, როგორ კაპიკ-კაპიკ დავფარე სესხები. ნიკუშა ალასანია, რომელიც წილში ჩავსვი და რომელსაც ევალებოდა პრობლემის მოგვარება, გავუშვი მედიატორად „საქართველოს ბანკში“. ნიკა ალასანიამ მოგვარების ნაცვლად, „საქართველოს ბანკს“ გადაუხადა იმაზე მეტი თანხა, რასაც ბანკი მედავებოდა, კონკრეტულად, 1 250 000 დოლარი. ნიკა ალასანიამ მოიყვანა თავის არაპროფესიონალი კვერცხები, რომლებმაც კომპანია დააქციეს. მისი წასვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მას „რესპუბლიკა ბანკში“ კომპანიისთვის აღებული ჰქონდა 70 000 ოდენობის ვალი. ნიკა ალასანიას წასვლის მერე, „რესპუბლიკა ბანკი“ სასამართლოში გავარდა, მიჩივლა, დამიყადაღა ანგარიშები, ამახია შენობა და დამადეს ვალები. დაკეტილმა ორგანიზაცია „ინფო ჯორჯიამ“ 267 000 ლარი, თანამშრომლების ვალი გადაიხადა, ასე რომ, დამაქციეს.
ეს იყო გეგმაზომიერად გაკეთებული. ნიკა ალასანიამ საერთაშორისო ზარების ხელშეკრულება დადო ამერიკულ კომპანიასთან, რომელმაც გადაგვაგდო, იმ კომპანიას 170 000 დოლარი აქვს ჩვენი ვალი, საქმეს იძიებს ფინანსური პოლიცია, მაგრამ ეს საქმეც გაჩერებულია. შესაბამისად, „09“ „რესპუბლიკა ბანკის“ სესხს ვერ მოემსახურა“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა „ექსკლუზივ ნიუსისთის“ მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები