ვანო ჩხარტიშვილი: პატარკაციშვილები დააპაშოლეს

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ინგლისის უზენაესმა სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნესმენის ვაჟი – მიხეილ ჩხარტიშვილი წერს.
ე.წ. „გარდაცვლილი მეგობრის ქონების მითვისების“ საქმეზე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ინგლისის უზენაესმა სასამართლომაც გაამართლა. 5 წლის წინ, პატარკაციშვილის ოჯახის უკან მდგარმა ადამიანმა, კერძოდ, ირაკლი რუხაძემ უჩივლა მამაჩემს. ბრალდება იყო ძალიან მძიმე – გარდაცვლილი მეგობრის ქონების მისაკუთრება.
რამდენიმე თვის წინ, ინგლისის სასამართლოში ეს დავა წააგეს. ამ მარცხზე თქვეს, რომ ეს იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი და უახლოეს მომავალში გამოასწორებდნენ, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების გზით. გუშინ ჩამბარდა ინგლისის უზენაესი სასამართლოს (ბოლო ინსტანცია) გადაწყვეტილება, სადაც საბოლოო წერტილი დაუსვეს მათ სარჩელს“, – დაწერა ვანო ჩხარტიშვილის ვაჟმა.
ქონებრივი დავა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები