გიორგი მარგველაშვილმა ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და შვილად აყვანასთან დაკავშირებულ კანონებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და შვილად აყვანასთან დაკავშირებულ კანონებს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონებთან დაკავშირებით კომენტარი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პირველი არის რეფორმა, რომელიც ქალების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

“ცვლილებების მიხედვით ისჯება ადევნება, სექსუალური შევიწროება. ძალაში შედის მთელი რიგი სხვა მექნიზმებიც. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია კანონში, რომელიც შვილად აყვანას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს ამის შესახებ. იხვეწება მთელი რიგი ნორმები – უფრო სამართლიანად ხდება რიგში დგომა, როდესაც პოტენციური მშობლები ელოდებიან შვილად აყვანას, იხვეწება უცხოეთში ბავშვების გაშვილების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს თავის დროზე იცოდეს ახალი ნორმის შესახებ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები