მეუფე პეტრე ცაავა: საპატრიარქოს იურისტი შორენა თეთრუაშვილის სიტყვებს ახმაურებს და მის დავალებებს ასრულებს

“საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის სიტყვებს ახმაურებს და მის დავალებებს ასრულებს”, – ეს განცხადება ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ ინტერვიუში საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

მეუფე პეტრე ცაავას თქმით, ედიშერ ქარჩავას განცხადებები არის მამხილებელი იმ სიტყვების ჭეშმარიტებისა, როდესაც მან თქვა, რომ ეკლესიაში არაფორმალური, ჩრდილოვანი მმართველობაა.

„როდესაც მსგავსი ადამიანები ეკლესიის სახელით ცილისწამებასა და უპასუხისმგებლო ბრალდებებზე მიდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მძიმე მდგომარეობაა და ნამდვილად არაფორმალური მმართველობაა. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ახმაურებს საქართველოს ეკლესიის არაფორმალური მმართველი ქალბატონის სიტყვებს და მის დავალებებს ასრულებს“, – განაცხადა მეუფე პეტრემ “საზოგადოებრივთან” საუბრისას.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში „დაჯგუფებას ხელმძღვანელობს“.

„იმ გარემოცვამ, რომელმაც 84 წლის კაცს მძიმე ოპერაციის წინ უთხრა, თითქოს მღვდელი მიდიოდა მის მოსაწამლად და შენი დაცვის უფროსი, შენი სიძე ასევე იყო ამ საქმეში ჩართულიო, ეს ადამიანები და ეს დაჯგუფება, რომელთა მეთაურიც არსებული ქალბატონია, ყველაფერზეა წამსვლელი“, – აღნიშნა მეუფემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები