პეტრე ცაავა: გიორგი მამალაძეს ადვოკატად მიხეილ რამიშვილის აყვანა მე ვურჩიე

 ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს უფლებადამცველად მიხეილ რამიშვილის კანდიდატურა თავად ურჩია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, განაცხადა.
„მე ასეთ პრინციპულ, უანგარო ადამიანად, რომელიც იბრძოლებდა და უდანაშაულო ადამიანს დაუდგებოდა, აზრად მიხეილ რამიშვილი მომივიდა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა და აქ არაფერია დასამალი. ადამიანი, რომელიც იყო გირგვლიანის ადვოკატი წინა ხელისუფლების პირობებში და მან თავისი პრინციპულობა და სამართლიანობა დაამტკიცა.
დეკანოზს რჩევა მივეცი, რომ თუ მას მიხეილ რამიშვილი მოეწონებოდა, იგი მასთან შევიდოდა და უღალატოდ, უანგაროდ დაუდგებოდა გვერდში, როგორც მართალ ადამიანს, მაგრამ ეს ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე, რომ ბრძენი პატრიარქი საქართველოში დაბრუნდებოდა და ფარდა ყველაფერს აეხდებოდა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები