ლევან იზორია: საერთაშორისო მისიებში საქართველოს თანამონაწილეობის ხარისხი ძალიან მაღალია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო მისიებში საქართველო 871 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. როგორც ლევან იზორიამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთაშორისო მისიებში საქართველოს თანამონაწილეობის ხარისხი ძალიან მაღალია.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იმ საქმისა, რასაც ჰქვია საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ 871 სამხედრო მოსამსახურით ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო მისიებში, როგორც ავღანეთში, ისე ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში და ერთი ოფიცრით მალიში. ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, არამედ თქვენთან ერთად, მსოფლიოში, რათა ხელი შევუწყოთ წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანი გარანტია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარებისთვის და არსებობისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას, ბუნებრივია, გავაგრძელებთ. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა, რომ კონტრიბუციის იმ ხარისხით, იმ რაოდენობით, რომლითაც ვართ წარმოდგენილი, განსაკუთრებით კი, ავღანეთში, გავაგრძელებთ თქვენთან ერთად, საერთაშორისო მისიებში თანამონაწილეობას“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები