დამოუკიდებლობის დღე ლოზუნგით -„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართება

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღონისძიებები ლოზუნგით – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სტუმრებს ზუგდიდში სამინისტროს სივრცეში უმასპინძლებს, სადაც ხელოვნურ მწვანე საფარზე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ამსახველი სტენდები განლაგდება.
 
მოსულ სტუმრებს, დაცული ტერიტორიების სააგენტო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარუდგენს. სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნობიან. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ფოტოსურათები სპეციალურად მოწყობილ პრომეთეს მღვიმის სფერულ ინსტალაციაში და ნავში გადაიღონ. მათ ასევე, ზიპლაინით, რომლის ანალოგიც მტირალას ეროვნულ პარკში გვხვდება, დაშვების საშუალება ექნებათ.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს მოძრავი ექსპრესლაბორატორიის საშუალებით ადგილობრივებთან ერთად განახორციელებენ. მობილური ექსპრესლაბორატორია  უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებითაა აღჭურვილი.
 
ქალაქის ცენტრში დედამიწა (სტენსილი) გამოისახება, ასევე, ყვავილების ბაღში ფოტოების გადასაღები სივრცე მოეწყობა, დამთავლიერებლებს კი „დრონის“ აპარატით 100 მ, -ის სიმაღლიდან ფოტოსურათების გადაღების საშუალება ექნებათ.
 
სამინისტროს სივრცეში „ნიღბების თაეტრის“ მსახიობები ბავშვებისთვის თაეტრალიზებულ სანახაობას წარმოადგენენ. სტუმრების განწყობაზე, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივი ბენდი “Under 7” იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები